29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ხვალიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას განაახლებს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას განაახლებს.

გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"ეკონიმიკური აღორძინებისა და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ეს საკითხი ხდება სულ უფრო აქტუალური და მისი მოგვარება უკვე აღარ უნდა გადაიდოს დროში.

5 მაისიდან, ხვალიდან, გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორის ყველა კომპანიამ  და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ასევე, ყველა ის კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან,  შეძლებენ მუშაობის განახლებას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას განმარტებითვე, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა.

 

დღის ამბები