29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი უკვე არსებული წყაროს კონტაქტებიდანაა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ დილის შემდეგ დადასტურებული კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან მათ კლინიკაში მოთავსებულია 1 ახალი პაციენტი.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირებული უკვე არსებული პაციენტის კონტაქტებიდანაა, შესაბამისად, ძველ კლასტერს მიეკუთვნება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. 

დღის ამბები