29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
გორში ლუგარის ლაბორატორიიდან 12 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

გორის მუნიციპალიტეტში ლუგარის ლაბორატორიდან დამატებით 12 ადამიანის ანალიზების პასუხებს ელოდებიან.

საკოორდინაციო საბჭოს წევრის თამარ მელიქიას განცხადებით,  ხუთი პირი ინფიცირებულის კონტაქტია, შვიდი კი თერმოსკრინინგისას გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის მქონე მოქალაქე.

სოფელ თერგვისსა და ფლავში თერმოსკრინინგი 2000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა. თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა 105 მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ სოფელ ფლავში კორონავირუსი 59 წლის ქალს დაუდასტურდა. სულ ამ დროისთვის რეგიონში 9 ინფიცირებულია.

 

დღის ამბები