29 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს" - ქვეყნის მასშტაბით 15-ზე მეტი ტელეკომპანიის ეთერში 19:00 საათზე მაუწყებლობა შეწყდა

"სოლოდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს" - ქვეყნის მასშტაბით 15-ზე მეტი ტელეკომპანიის ეთერში 19:00 საათზე მაუწყებლობა შეწყდა.

ეთერი გათიშა TV-25-ის ხელმძღვანელობამაც. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს არის მესიჯი ხელისუფლების და აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის მისამართით.

სულხან მესხიძის თქმით, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობა შეიცვალა, არხმა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა დაკარგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები რეგიონული არხების სოლიდარობას ამაღელვებელს უწოდებენ.

 

დღის ამბები