თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ კახეთში იმყოფებოდა.
ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან სტუმრად 27 აპრილს ჩავიდა და თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა.
მ.ხ. -ს ბიოლოგიურ ნიმუშზე პასუხი დღეს გახდა ცნობილი.
ინფიცირებული მედიკოსის ქმარი, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაშია. ასევე თვითიზოლაციის ვალდებულება დაეკისრა კიდევ 3 მეზობელს. ამ დროისთვის არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.