29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედზე მჯდომ ბავშვს დაეჯახა - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა.

შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ფაქტობრივად არცერთი კიდური საღი არ აქვს. საცოდაობა დატრიალდა. უმძიმეს მდგომარეობაში ის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- აცხადებენ თვითმხილველები. 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

დღის ამბები