29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
"რემდესივირს" საქართველოში კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ - თამარ გაბუნია

საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყება. მოლაპარაკება ამერიკულ მხარესთან აქტიურად მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მედიკამენტს ქართველი მედიკოსები კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ.

"საქართველოში "რემდესივირის" შემოსვლის პერსპექტივაც, რა თქმა უნდა, ფართოვდება და უფრო სწრაფად შეგვიძლია ჩვენც, გამომდინარე იქიდან, რომ აღიარება და "რემდესივირის" პრაქტიკაში კლინიკური გამოყენება დაიწყება სხვა ქვეყნებში. ჩვენთვის ამის შესაძლებლობა არის კვლავაც კვლევის პირობებში გამოყენება, რისთვისაც ქვეყანა ემზადება და ეს არაერთხელ გაჟღერდა, რომ საქართველო უერთდება სოლიდარობის კვლევას, რაც უკვე მომდევო 1-2 კვირის განმავლობაში ხელმისაწვდომს გახდის სოლიდარობის კვლევის ფარგლებში 4 მიმართულებას, მათ შორის ერთ-ერთი არის "რემდესივირი" საქართველოს კლინიცისთებისთვისაც," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები