29 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
საქართველომ უკვე ერთი თვეა მიმართა "გილიადის" ხელმძღვანელობას, რომ გათვალისწინებული იქნეს წამლის მოწოდება - ამირან გამყრელიძე

მედიკამენტი "რემდესივირი", რომელიც მძიმე პაციენტებში COVID-19-თან ბრძოლისას  შეერთებულ შტატებში უკვე დაუშვეს, საქართველოში ჯერ არ გამოიყენება, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით კომპანია "გილიადთან", რომელიც მედიკამენტს აწარმოებს, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს:

"საქართველომ უკვე ერთი თვეა მიმართა მაღალ დონეზე "გილიადის" ხელმძღვანელობას, რომ გათვალისწინებული იქნეს საქართველოსთვის წამლის მოწოდება და იმედია, რომ ჩვენ გვექნება. მაგრამ ეს ინიშნება არა ყველა შემთხვევაში, მას აქვს თავისი ჩვენებები, ასევე FDA-ის რეკომენდაციები, როდის უნდა დაინიშნოს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები