29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ვინ იყო სუს-ის თანამშრომელი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს - მისი სიკვდილის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს უწყება ადასტურებს.

"კურიერის" ინფორმაციით, 36 წლის ალუდა ზვიადაურს, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიყენებული. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილის მეუღლეს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად. ქალბატონი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. 

დეტალები არც სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის მეზობლებმა და ახლობლებმა იციან. თუმცა ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, სავარაუდოდ ის იარაღს წმენდდა და შემთხვევით გაუვარდა. 

"გომელაურის ძმაკაცი იყო, მე მგონი მაგასთან ერთად მუშაობდა. ამბობენ, რომ იარაღს წმენდდა და გაუვარდაო,"- აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, გარდაცვლილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშად მუშაობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები