29 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
4 მაისიდან "ქოლგა თბილისი" 19 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, ვირტუალურ ფესტივალს მართავს

ფოტო-კონკურსის 19 წლიანი ისტორიის მანძილზე, წელს პირველად "ქოლგა თბილისი", როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ხანდაზმული ფესტივალი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. უფრო მეტიც, "ქოლგა თბილისი" გამარჯვებულებსაც 4 მაისს, სოციალურ ქსელის მეშვეობით გამოავლენს. 

ასევე ფოტო-კონკურსის ფარგლებში, ონლაინ 15 საერთაშორისო, ადგილობრივი, ჯგუფური და ინდივიდუალურ გამოფენა, დისკუსიები და უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები გაიმართება. წელს ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი 6 500 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ.

კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, ვირტუალურ სივრცეში - ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ფაბიო სგროის, მარტინ ბოგრენის, ნინა კორონენის, გიორგი შენგელიას და კიდევ მრავალი ფოტოგრაფის, როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა.

"ქოლგა თბილისის" ფარგლებში უკვე დაგეგმილია ფოტოგრაფიის ლექტორის, ხოსე ლუის ნევესისა და ბრიტანელი ფოტოგრაფის, Canon-ის ელჩის, კლაივ ბუთის ლექცია თემაზე - პორტრეტის ფოტოგრაფია კარანტინში.

გამოფენებთან ერთად, ფოტოკვირეულის განათლების სექცია, წელსაც საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფებს, რედაქტორებს, კურატორებსა და არტ-კრიტიკოსებს უმასპინძლებს. 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები