29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ტრანსგენდერი თემის უკიდურესი პროტესტი - როგორია მათი მდგომარეობა და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მათ დასახმარებლად

ტრანსგენდერი თემის წევრების განცხადებით, კორონავირუსის პირობებში, მეორე თვეა კარანტინის გამო თვითიზოლაციაში არიან, ვერ მუშაობენ და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან.

საქართველოში ტრანსგენდერთა უმრავლესობა ოჯახიდან განდევნილია და ქირით უწევს ცხოვრება. თანხის გადაუხდელობის გამო კი ახლა ღია ცის ქვეშ დარჩნენ. არასამთავრობო სექტორი მთავრობას მიმართავს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში თემს მინიმალურად მაინც დაეხმაროს.

მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამაში ტრანსგენდერები ვერ მოხვდნენ. მათ სპეციალური სტატუსი აქვთ და თვითდასაქმებულების იმ კატეგორიაში არიან, ვისაც ანტიკრიზისული გეგმით ერთჯერადი დახმარებაც არ ეკუთვნის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ტრანსგენდერ ადამიანებს მოუწოდებს, დახმარებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებს მიმართონ და თუ მათი თხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სოფიო კილაძე მზად არის, პროცესში პირადად ჩაერთოს.

სულ ქვეყანაში 60-მდე ტრანსგენდერი ცხოვრობს. მათ უმრავლესობას ამ დროისათვის საკვებიც კი არ აქვს. ზოგს მხოლოდ კერძო პირების მინიმალური დახმარებით გააქვს თავი.

დღის ამბები