29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისებზე წვდომა გართულებულია - ამერიკის ელჩი რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს

ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისებზე წვდომა გართულებულია. ასევე განიცდიან პროდუქტებისა და მედიკამენტების მწვავე უკმარისობას. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებთ საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფი ნათესავები უკვე რამდენიმე თვეა არ უნახავთ. მაგრამ ე.წ. საზღვრის მიღმა არსებული სიტუაციის შესახებ ოძისში ინფორმირებულები არიან. 

ახალგორში შექმნილ ურთულეს ვითარებაზე საუბრობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე პაციენტებს გეგმურ ჰოსპიტალიზაციაზეც უარს ეუბნებიან. ასევე არ აძლევენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას.

შექმნილ სიტუაციას ადგილზე დღეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი გაეცნო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ ინფორმაცია როგორც სუს-ის, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მოისმინა. კელი დეგნანმა საოკუპაციო ხაზთან რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ პროპაგანდაზეც გააკეთა განცხადება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ქეთევან ციხელაშვილი. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთავრობა საკუთარი მოქალაქეების დახმარებას მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, აქტიურად განაგრძობს.

კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რეალური მდგომარეობა უცნობია. დე ფაქტო მთავრობების მიერ შეთხზული ახალი ამბების მიხედვით  აფხაზეთში ინფიცირების 3, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები