29 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა - ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსდა

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ​

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 566 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 207 გამოჯანმრთელდა. 

გარდაცვლილი პაციენტის შესახებ სხვა დეტალები, თუ რომელ კლინიკაში მკურნალობდა, რომელ კლასტერს მიეკუთვნებოდა,  ასაკი და სქესი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

დღის ამბები