ბრიუსელში ევროპარლამენტის ერთ-ერთი შენობა დროებით უსახლკარო ქალების თავშესაფრად გადაკეთდა.
შენობაში მცხოვრები ქალების უმეტესობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. BBC-ის ინფორმაციით, მათ უფასოდ მიეწოდებათ საკვები და საჭირო მედიკამენტები.
მკაცრი კარანტინის პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევები საგრძნობლად არის გაზრდილი.