ისრაელში ბიზნესის სფეროს ასობით წარმომადგენელმა კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტა. დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ბიზნესის მხარდაჭერა მოსთხოვეს.
თელ-ავივში გამართულ აქციაზე მომიტინგეები პირბადეებით მივიდნენ, დემონსტრანტებმა სოციალური დისტანციის წესებიც დაიცვეს. კორონავირუსის გამო ისრაელში უმუშევართა რიცხვი სულ უფრო იზრდება, მათი რაოდენობა უკვე მილიონს გაცდა.