ესპანეთი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს. შვიდი კვირის შემდეგ პირველად, ხვალიდან, ყველა ასაკის ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლებას მისცემენ.
იმისთვის, რომ ქუჩებში ჯგუფური შეკრება თავიდან იყოს აცილებული, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის გასვლა სხვადასხვა დროს იქნება ნებადართული. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში 213, 435 ადამიანი დაინფიცირდა.
"საზოგადოებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ძალები არ დაიშურა, მდგომარეობა უკეთესია, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემია უკვე დავამარცხეთ. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ,"- აცხადებს მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს ალმეიდა.