29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ჩამოყალიბდა დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი, რომელიც ცდილობს სახელი შეულახოს საქართველოს - გია ვოლსკი

ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ უკრაინაში გაგზავნილ წერილს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ოპონენტების შესახებ ამბობს, რომ ქართველი ხალხის სახელით ის ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. 

"ჩამოყალიბდა რაღაც დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი, რომელიც ყველა თემასთან დაკავშირებით ცდილობს სახელი შეულახოს საქართველოს. რეფორმებს ეძახიან იმას, რაც მივიღეთ მემკვიდრეობად 2012-ში. მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, პრაქტიკულად ნულზე დასული სოციალური პაკეტი. შეწირული სიცოცხლეები იმისათვის, რათა სააკაშვილს თავის ხელისუფლება გაეძლიერებინა. სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი გადაწყვიტეს ადამიანებმა, რომლებსაც არა თუ მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში, არამედ საკუთარ პარტიაში ორ-სამ ადამიანზე მეტი ვერ მოუძიებიათ," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები