29 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან უსაფრთხო დერეფნებს გახსნის - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან უსაფრთხო დერეფნებს გახსნის.

მისივე თქმით, გარკვეული დოზით აღდგება რეგულარული რეისები, რაზეც მოლაპარაკებები დაწყებულია.

"იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ავიამიმოსვლა, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის მხოლოდ საქართველოს ძალისხმევა. ჩვენ რაოდენ წარმატებულებიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებელია იგივე დადებითი ტენდენციები ფიქსირდებოდეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებასთან.

მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები იმაზე, რომ დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს. ტურიზმის განვითარების შესაბამისად, საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდნენ სასტუმროები, გიდები და ტურ-ოპერატორი კომპანიები. ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება სპეციფიკური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ,"- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

დღის ამბები