29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
პორტუგალიაში პანდემიის გამო დაწესებული ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება 4 მაისს დაიწყება

პორტუგალიაში პანდემიის გამო დაწესებული შემაკავებელი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება, 4 მაისს დაიწყება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონი კოსტამ განაცხადა.

ეტაპობრივად გაიხსნება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორები. 4 მაისიდან შესაძლოა მცირე მაღაზიებმა, სილამაზის სალონებმა და წიგნების მაღაზიებმა განაახლონ მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 25 ათასზე მეტი ინფიცირებულია.

"საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, თუმცა ვირუსი ისევ რჩება. ჩვენი გეგმა მოიცავს ზომების შემსუბუქების რამდენიმე ეტაპს. სიტუაცია შეფასდება ყოველ 15 დღეში. საჭიროების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ ზომების ხელახლა გამკაცრებასაც. ზომების შემსუბუქების მიუხედავად საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საცალო მაღაზიებში აუცილებელი იქნება დამცავი ნიღბების გამოყენება," - აცხადებს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონი კოსტა.

დღის ამბები