29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
27 ახალი შემთხვევიდან 13 ბოლნისის კლასტერიდან არის - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევიდან 13 ბოლნისის კლასტერიდან არის. მისივე თქმით, ახალი ინფიცირებულებიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანა, 2 მარნეულის, 4 საკარანტინო სივრციდან, ხოლო დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება. 

მარიანა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი მათგანი არ არის მოთავსებული. 

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყანაში ისევ გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 27 ადამიანს დაუდასტურდა. კვირის დასაწყისში ეს რიცხვი ბევრად დაბალი იყო. საერთო ჯამში, ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტების რაოდენობა 566-ია. იმატებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ინფექცია უკვე 184-მა ადამიანმა დაამარცხა. დაღუპულია 6 პაციენტი.

დღის ამბები