მაშველებმა ზღვაში ჩავარდნილ ვერტმფრენზე მყოფი ნატოს წვრთნების მონაწილე, 23 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. კანადური ვერტმფრენის ზღვაში ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ამ ეტაპზე, ბორტზე მყოფ კიდევ 5 სამხედრო პირს ეძებენ.
სამაშველო ოპერაციაში კანადის, იტალიისა და თურქეთის გემები, ასევე ბერძნული და ამერიკული ავიაცია მონაწილეობს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წვრთნების დროს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.