29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ახალგორში ადგილობრივ საავადმყოფოში მომსახურების მიღებაც კი ეზღუდებათ" - DRI ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" პანდემიის ფონზე ახალგორში შექმნილ ურთულეს ვითარებასა და მოქალაქეებისადმი დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს. ორგანიზაციის დირექტორის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება არ აქვთ, ადგილზე გეგმიურ მომსახურებაზეც უარს ეუბნებიან.

"ახალგორის მოსახლეობას ჯანმრთელობის უფლება უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეზღუდება, აკრძალული აქვთ არა მარტო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოსვლა და სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, არამედ ახალგორის ადგილობრივ საავადმყოფოში გეგმიური მომსახურების მიღებაც კი. რამდენიმე ასეული ხანდაზმული ადამიანია, რომელიც საჭიროებს კონკრეტულ სამედიცინო დახმარებას, რამდენიმე თვეა ვერ იღებენ ვერც პენსიებს,"- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები