30 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ფოთში შემოწმებულ მედიკოსებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ - ანალიზები ლუგარის ლაბორატორიამ გამოიკვლია

ფოთში COVID-19-ით ინფიცირებაზე პრევენციული ღონისძიების ფარგლებში სამედიცინო სფეროს 99 წარმომადგენელი შემოწმდა. კვლევების შედეგების მიხედვით მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

"მედიკოსების კვლევა გეგმიური ხასიათისაა და პრევენციული მიზნით განხორციელდა. გამოვიკვლიეთ ის ადამიანები, რომლებსაც საეჭვო პაციენტებთან აქვთ შეხება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. პრევენციული მიზნით, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების კვლევები მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

დღეს ფოთის ცხელების კლინიკიდან კიდევ სამი პაციენტის ნიმუში გაიგზავნა გამოსაკვლევად, პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

დღის ამბები