30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ "ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. 

საკვები პროდუქტების გაცემას რამდენიმე ბაღში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი გაეცვნენ.

"დღეიდან ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის ისევ ვარიგებთ საკვებ პროდუქტებს. 8,500-მდე აღსაზრდელი მიიღებს სასურსათო ამანათს. ამ პროდუქტების წაღება მშობლებს ბაგა-ბაღებიდან უკვე შეუძლიათ. სასურსათო პაკეტი შედგება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისგან და დაცულია ყველა რეკომენდაცია,"- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა

ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პირველი ეტაპი მარტის ბოლოს განხორციელდა.

იმერეთში ამ დროისთვის საკვები პროდუქტები სულ ბაგა-ბაღების 20 735 აღსაზრდელს გადაეცა.

დღის ამბები