30 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
იმ კონკრეტულ მშენებლობას "ანას ბაღთან" არანაირი შეხება არ აქვს - კახა კალაძე

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,"- ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ ბაღთან მიმართებაში გააკეთა, რომლის მიმდებარედ მშენებლობას ადგილობრივების ნაწილი თვეების განმავლობაში აპროტესტებდა. თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე მშენებლობა ბაღს არანაირად არ ეხება. 

"სკვერებში, პარკებში, ვერანაირი მშენებლობები ვერ მოხდება, სანამ ყოველ შემთხვევაში, მე ვარ ქალაქის ხელმძღვანელი. "ანას ბაღს" არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. იმ კონკრეტულ მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, "ანას ბაღთან" შეხება და კავშირი საერთოდ არ აქვს,"- განაცხადა თბილისის მერმა.

"ანას" ბაღთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. უწყება უარყოფს, რომ სასამართლომ კომპანიას მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცა. 

შეგახსენებთ, "ანას" ბაღი" ვარკეთილში მდებარე სკვერია, რომლის მახლობლად დაწყებულ მშენებლობასაც ადგილობრივების ნაწილი თვეების განმავლობაში აპროტესტებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები