30 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
უახლოეს პერიოდში საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა ჩაინიშნება - განათლების სამინისტრო ხელოვანთა პეტიციას ეხმაურება

საქართველოს განათლების სამინისტრო ხელოვანთა პეტიციას ეხმაურება. უწყების განმარტებით, უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება კონკრეტული თარიღი და შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. დეტალურად იქნება განხილული ამ სფეროში მიმდინარე პროექტები, ახალი შესაძლებლობები და მომავალი პოსტკრიზისული გეგმის ვადები და გზები.

"მომავალ კვირას იგეგმება პეტიციის ავტორებთან შეხვედრა და გამოწვევებზე მსჯელობა. სამინისტრო პეტიციის ავტორებს იმ შესაძლებლობებს გაუზიარებს, რომელიც დღეს მათთვისაც არსებობს.

პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმების უზრუნველყოფას სექტორში დასაქმებული ადამიანებისათვის. მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ გავახანგრძლივეთ განაცხადების მიღების ვადა, რომელიც პირველ ივნისამდე განისაზღვრა. დღეს ამ სექტორში დასაქმებულებს შეუძლიათ შეიმუშაონ პროექტები და შემოიტანონ სამინისტროში,"- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ კულტურის სექტორში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია გამოაქვეყნა, სადაც ისინი ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროსთვის COVID-19-ით გამოწვეული პოსტკრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის წარმოდგენას ითხოვდნენ. წერილს 300-მდე ხელმომწერი ჰყავს. 

დღის ამბები