30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
რომელ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება - საკითხზე ჯანდაცვის უწყებაში შეხვედრა მიმდინარეობს

რომელ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება - ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში მსჯელობენ. მინისტრის მე-15 დადგენილებით, ხვალიდან დაფინანსება აღარ ექნებათ ისეთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-ზე ნაკლებია.

თუმცა არის გამონაკლისები და სწორედ ამ საკითხზეა მსჯელობა. მინისტრის თქმით, გამონაკლისებში საუბარი იქნება ისეთ ობიექტებზე, რომელიც მდებარეობს დაბებში და მოსახლეობის დაფარვიდან გამომდინარე ბენეფიციარების რაოდენობა ვერ აღწევს 13 ათასს, თუმცა გამომდინარე იქედან, თუ სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებული, ასეთი დაწესებულებები დარჩებიან, როგორც სტრატეგიული ობიექტები.

ასევე, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი, რადგან ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.

დღის ამბები