30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
სასამართლოს არ გადაუწყვეტია "ანას ბაღის" მიმდებარედ მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი - თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლო "ანას ბაღის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია, თითქოს სასამართლომ "ანას ბაღის" მიმდებარედ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. 

"სასამართლომ 2020 წლის 27 აპრილს განიხილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა მშენებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს, რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის, რისთვისაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი.

სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან," - ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები