30 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
თბილისში შენობის ნაწილი ჩამოინგრა - მიმდინარეობს ზარალის დათვლა

თბილისში შენობის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საიათნოვას 17 ნომერში სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, ამიტომ შენობაში არავინ ცხოვრობდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

"გამაგრების პირობებში ჩამოინგრა სახლი, სადაც ქალბატონი იმყოფებოდა, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა. მნიშვნელოვანია სწრაფად მოახდინონ რეაგირება და ასე 1 საათის განმავლობაში მათ არ უნდა ვეხვეწებოდე. მშენებელმა კომპანიამ აქაურობა ფაქტობრივად მიატოვა მას შემდეგ, რაც შენობა ჩამოინგრა, სანამ პატრული და მერიის თანამშრომლები არ მოვიდნენ. ჩვენ ვითხოვდით შემოეფარგლათ ტერიტორია, რომ შიგნით შესვლა შეძლებოდათ ადამიანებს. მნიშვნელოვანია, თბილისის მერმა სწრაფად მიხედოს ამ ადგილს,"- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები