ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დღევანდელ ბრალდებებს, სადაც მან ჩინეთს შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევაში და ჯო ბაიდენის მხარდაჭერაში დასდო ბრალი, ოფიციალურმა პეკინმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, გენ შუანის განცხადებით, აშშ-ის არჩევნები მათი შიდა პოლიტიკაა და ჩინეთი ჩარევას არ აპირებს. მინისტრმა ვირუსთან დაკავშირებით ტრამპის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ჩინეთს პასუხისმგებლობა იმისთვის დაეკისროს, რაც სრულიად კაცობრიობის პრობლემაა.