30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდა გარდაუვალია" - დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკა გასულ თვეში 2.7 %-ით შემცირდა. 

იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლების შემცირების გამო საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა გარდაუვალია. 

"გარდაუვალი იქნება ფასების ზრდა, მით უმეტეს, იმ კურსის პირობებში, რომელიც დღეს გვაქვს. სადღაც 3.20-ის და 3.22-ის ფარგლებში მერყეობს. არის სეზონური ბოსტნეული, სეზონური ხილი, რომელიც ნელ-ნელა შემოვა, მაგრამ იმპორტირებული რაც არის, გარდაუვალია ფასების ზრდა. ვარდნა თავისთავად იქნებოდა, ველოდებოდით კიდევაც, ამაში სიახლე არაფერია, უბრალოდ, აქ ჩვენ ყველანაირად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით სახელმწიფო ბიზნესს. ნაკლები ზიანი ნახოს, ნაკლები დანაკარგებით. განსაკუთრებით, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე,"- განაცხადა ივა ჭყონიამ.

კორონავირუსის კრიზისის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, რომელიც კრიზისის სრულად ამოწურვამდე გაჩერებული იქნება. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, კრიზისის გადასალახად ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს 1.5 წელი მაინც დასჭირდებათ. 

"ძირითადად, სასტუმროები იქნება ზარალზე და გამინუსებული, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენი დარგი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ერთობლიობაში, იმ წერტილზე რომ დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით, ჩვენი პროგნოზით, ყველაზე ცოტა, წელიწად-ნახევარი დაგვჭირდება," - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

დღის ამბები