30 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდ ნაწილს დააკმაყოფილებს

აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველი საწარმოა, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდება. ამჟამად საწარმოს ტერიტორიაზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, ქარხანაში 500 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

საწარმოს გამოშვებული პროდუქცია - შაქარი, ადგილობრივი ბაზრის დიდ ნაწილს დააკმაყოფილებს. დღეს საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს, ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი ქართული წარმოების აღორძინებას ითვალისწინებს, შევძელით მისი მუშაობის განახლება. დაწყებულია რემონტი და უკვე ივნისის დასაწყისში, ქარხანა სრული დატვირთვით ამოქმედდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება.

დღის ამბები