გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1,478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 173 ინფიცირებული გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 6 288-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 160,000 შემთხვევა, თუმცა ამავე დროს პაციენტების 75% უკვე განკურნებულია.