30 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
თბილისის მერიამ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის დახმარების მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიამ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის დახმარების მეორე ეტაპი დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სპეციალური პაკეტი 20 ათასამდე ოჯახს გადაეცა. პროექტში 100-მდე სხვადასხვა კომპანია მონაწილეობს.

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დეველოპერულ კომპანია m2-ს, რადგან ისინი უკვე მეორე წრეზე წავიდნენ პროდუქტების მოტანის თვალსაზრისით. ასევე მადლობა ყველა ბიზნესკომპანიასა და რიგით მოქალაქეებს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულია,"- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

მერიის ინიციატივას უკვე მეორედ სამშენებლო კომპანია m2 შეუერთდა. 

"m2 აგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. ჩვენ მეორედ შევუერთდით თბილისის მერიის ინიციატივას და დღეს, 1000 სოციალურად დაუცველსა და ხანდაზმულ ადამიანს გადავეცით საკვები პროდუქტის პაკეტები,"- აღნიშნა m2 ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა

დღის ამბები