30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
"ლელო საქართველოსთვის" ბიზნესისთვის საგარანტიო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" შექმნილ კრიზისში ბიზნესისთვის საგარანტიო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ხაზარაძის თქმით, პანდემიის გამო იძულებით გაჩერებულ და კრიზისში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუცილებელია მარტივად ხელმისაწვდომი და იაფი ფინანსური რესურსები, რათა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები.

"ჩვენი გათვლებით, სამი თვის განმავლობაში ოჯახი თვეში მიიღებდა 1000 ლარს. რატომ სამი თვის განმავლობაში - იმიტომ, რომ სამი თვის თავზე ეკონომიკა უნდა იყოს ამუშავებული. ჩვენი პროგრამა არის მიმართული ადამიანზე, მოქალაქეზე. ჩვენი პროგრამის მიხედვით, სამ მილიარდიანი ფონდი იქნება ინტერესის გარეშე, ანუ ნულოვანი ინტერესით, და ყველა იმ ბიზნესებს, რომელიც მთლიანობაში არის დღეს ჩამოკიდებული და გაჩერებული, მათ უნდა მივცეთ საბრუნი კაპიტალი,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები