30 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირებული 60 წლამდე ქალია და ის ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

პაციენტი ბოლო 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას მინიმალური კლინიკური სიმპტომები აღენიშნება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიამ 210 პირის ანალიზი შეისწავლა, მათგან მხოლოდ ერთის პასუხი იყო დადებითი.

კლინიკა "მედალფაში" ამ ეტაპზე, 31 პაციენტი რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

დღის ამბები