30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთიდან "ბომონდის" ცხელების ცენტრში 32 წლის ორსული შეიყვანეს - ქალს გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.  

კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისთვის აუცილებელი ჩაუტარდა საკეისრო კვეთის ჩატარება. ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ამ ეტაპზე 5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სახლებიდან, ნაწილი კი კატასტროფის ბრიგადებმა საავადმყოფოებიდან გადაიყვანეს. 

დღის ამბები