ლიბანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - ქალაქ ტრიპოლში დემონსტრანტებმა სამხედროებს ქვები დაუშინეს და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
საპროტესტო გამოსვლები იყო ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. ლიბანელები შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ.