სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კორონავირუსის რეგულაციები ჟურნალისტებსაც შეეხოთ. დაწესებული აკრძალვების გამო Good Morning America-ს კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში სახლიდან ჩაერთო, თუმცა შარვლის ჩაცმა დაავიწყდა.
მხოლოდ კოსტიუმში გამოწყობილი უილ რივი ჩართვისას იმ აფთიაქებზე საუბრობდა, რომლებიც პრეპარატების მყიდველებთან მისატანად დრონებს იყენებდნენ.