მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დავით ცინარიძეს ბრალი 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს.
"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.
სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები.
ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დ.ც.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.