გორის სამხედრო ჰოსპიტლის უმცროს მედდას გეგმური PCR ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
ექთანს ჰოსპიტლის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია. ამის მიუხედავად, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ჰოსპიტლის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა.