გორის რაიონულმა სასამართლომ განსასჯელ სასულიერო პირს მამა დავითს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კობა კობაიძეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება. ბრალდება განსასჯელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან ხედავდა კობაიძის მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეს.
პროკურატურის განცხადებით, მამა დავითი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, გადამალა იარაღი და მანქანა. დაცვის მხარე განსასჯელის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
თუმცა, სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა განსასჯელის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.