30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
დავით ცინარიძეს ბრალი წარუდგინეს

პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით ცინარიძეს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე დააკავეს, ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დიღმის სამმართველოში იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ცოლზე ძალადობას ეხება.

ყოფილი სამართალდამცველი სისტემიდან 5 წლის წინ გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის, ეკა ყურშიტაშვილისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საუბრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები