30 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ირღვეოდა თუ არა საკარანტინო წესები იქ, სადაც ექიმებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

რატომ გახდა აუცილებელი კარანტინის ვადის გაგრძელება პაციენტებისთვის იმ საკარანტინო ზონაში, სადაც მოთავსებულ სასწრაფოს 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ განსხვავებული ვერსიები გავრცელდა. 

"კურიერის" ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში თვითიზოლაციის წესები ირღვეოდა, თუმცა პასუხისმგებელი პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, რომ ახალი დანართის მიხედვით, ის პირები, რომლებიც მკაცრი საკარანტინო ზონიდან არიან, ნაცვლად 14 დღიანი საკარანტინო ვადისა, კარანტინს გაივლიან 28 დღის განმავლობაში.

ექიმი შოთა ინასარიძე პაციენტების მხრიდან სიმპტომების დამალვის ფაქტს, ასევე, სასტუმროს ტერიტორიაზე პაციენტების თავისუფლად გადაადგილებას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის გადამოწმება რეგულარულად მიმდინარეობდა, ხოლო საკარანტინო ზონაში სათვალთვალო კამერებია განთავსებული, რაც პაციენტების გადაადგილების შემოწმების საშუალებას იძლევა. 

შეგახსენებთ, რომ სასწრაფოს 5 ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ექიმები ​ავლაბარის საკარანტინო სივრცეში ეტაპობრივად გადმოიყვანეს, მას შემდეგ, რაც 13 აპრილს მათ ერთ-ერთ კოლეგას ვირუსი დაუდასტურდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები