გერმანულმა კომპანია "ბიოენტექმა", რომელიც COVID-19-ის ვაქცინაზე ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია "ფაიზერთან" ერთად მუშობს, ადამიანებზე ტესტირება უკვე დაიწყო. კომპანია "ფაიზერში" აცხადებენ, რომ შემდეგი კვირიდან ტესტირებები ამერიკაშიც დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას "უოლ სტრიტ ჯორნალი" ავრცელებს.
როგორც გერმანული კომპანია "ბიოენტექი" იუწყება, ცდების 12 მონაწილეს შესაძლო ვაქცინის დოზები უკვე მისცეს.
"ფაიზერსა" და "ბიოენტექში", აცხადებენ, რომ წლის ბოლოს ვაქცინა შესაძლოა, მილიონობით ადამიანმა მიიღოს.