30 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
საფრანგეთი მწვანე და წითელ ზონებად დაიყოფა - პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების შემსუბუქების ახალი გეგმა წარადგინა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, შეზღუდვების შემსუბუქების ახალი გეგმა წარადგინა.

ედუარდ ფილიპი აცხადებს, რომ შეზღუდვების შერბილების შემდეგი ეტაპიდან საფრანგეთი წითელ და მწვანე ზონებად დაიყოფა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა, ადგილობრივი ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაძლებლობები და ადგილობრივი ტესტირებისა და კონტაქტების მოკვლევის შესაძლებლობები ის კრიტერიუმებია, რომლითაც ზონების დაყოფა მოხდება. თუ ადმინისტრაციული რეგიონი წითელ ზონაში მოხვდება, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვები უფრო მკაცრი იქნება.

საფრანგეთში ახალი კორონავირუსის სულ 169,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 24 000 გარდაცვალებით დასრულდა.

"შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სამოქმედო გეგმა, ჩვენი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონები დავყოთ წითელ და მწვანე ზონებად, შესაბამისად გატარდება რეგულაციებიც, ზონები რომლებიც აღინიშნება წითლად, მკაცრი საკარანტინო რეგულაციები ელის, ასეთი მეთოდით უნდა მოვახერხოთ COVID-19-ის პანდემიის სრულად დამარცხება,"- აცხადებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი.

დღის ამბები