30 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
ქვეყანა ახლოსაა კორონავირუსის პანდემიის დამარცხებასთან, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ რეგულაციების დაცვა - ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი

ქვეყანა ახლოსაა კორონავირუსის პანდემიის დამარცხებასთან - ამის შესახებ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მოსახლეობამ გარკვეული დროის მანძილზე კვლავ უნდა გააგრძელოს არსებული რეგულაციების დაცვა. სკოტ მორისონი კვლავ მოითხოვს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, რათა პასუხი გაეცეს კითხვას, როგორ გაჩნდა კორონავირუსის პანდემია. ავსტრალიაში ამ დროისთვის COVID-19-ის 7 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილი კი 88 ადამიანია. 

"ჩვენ გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, გარკვეული დროით სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულმა რეგულაციებმა შესაძლებლობა მოგვცა, მინიმუმამდე დაგვეყვანა შესაძლო ინფიცირების შემთხვევები, პარალელურად, ვაგრძელებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას, თუმცა ამავდროულად, მოვითხოვთ, შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ნათელს მოჰფენს საკითხს, თუ როგორ გავრცელდა კორონავირუსის პანდემია,"- აცხადებს ავსტრალიის პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი.

დღის ამბები