30 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით სოფელ რუხიდან ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს 

ქუთაისში კლინიკა "ბომონდის" ცხელების ცენტრში ზუგდიდის სოფელ რუხიდან მძიმე მდგომარეობაში შეყვანილი ახალგაზრდა ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. 

25 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მწვავე აპენდიციტითა და ვირუსზე საეჭვო სიმპტომებით შეიყვანა. პაციენტს ოპერატიულად ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამ ეტაპზე კლინიკის ცხელების ცენტრში 4 პაციენტია, რომელთა ანალიზები კვლევაზეა გაგზავნილი და შედეგებს დღის განმავლობაში ელოდებიან.

დღის ამბები