30 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
მილიონ ევროზე მეტი საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორისთვის - ევროკავშირის მხარდაჭერა

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ საქართველოს სამი რეგიონისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში მილიონ ევროზე მეტი გამოყო. თანხა სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებას მოხმარდება.

პროექტში ჩართვა მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, საწარმოებსა და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს შეუძლიათ.

პროექტი ინიციატივების 5-დან 150 ათას ლარამდე დაფინანსებას გულისხმობს. პანდემიის გამო აპლიკანტებმა განაცხადი ონლაინ უნდა შეავსონ.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

დღის ამბები