30 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
40 000 PCR ტესტი საქართველოშია - სპეცრეისი პეკინიდან თბილისში გამთენიისას დაეშვა

40 000 PCR ტესტი უკვე საქართველოშია. პეკინიდან სპეცრეისი თბილისში გამთენიისას დაეშვა. 52 ტონა ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით ანტისხეულების 20 000 ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია.

გარდა ამისა, ჩინეთმა ქართულ მხარეს დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც გადასცა. ჩარტერული რეისი ავიაკომპანია "ჯეოსქაიმ" განახორციელა.

"ამ ტვირთში ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ის 40 000 pcr ტესტი და 40 000 ექსტრატი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით. ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 000 ანტისხეულების ტესტი, ასევე დანარჩენ ტვირთს წარმოადგენს უკვე პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ჩვენ  ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი, ასევე დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები